Wednesday, April 27, 2011

ცოტა რამ პირამიდების შესახებ

მე–19 საუკუნის არქეოლოგთა შორის, ეგვიპტოლოგიის პიონერთა რიცხვში უნდა დავასახელოთ ინგლისელი მეცნიერი ვილიამ მატიუ ფლინდერს პეტრი, რომელიც 1880 წლიდან 46 წლის განმავლობაში იკვლევდა პირამიდებს.
დიდებული ნაგებობები, რომლებსაც არაბები ,,ფარაონების მთევს" უწოდებდნენ, აღმოცენდა მესამე და მეოთხე დინასტიის ფარაონების დროს, ესე იგი თითქმის ოთხნახევარი ათასი წლის წინათ. უძველესი დროიდან მოყოლებული იზიდავდა იგი მოგზაურთა მრავალ თაობას და იწვევდა მათ გაოცებასა და თითქმის არაადამიანურ შიშს თავისი ზომებითა და არქიტექტურით.
პირამიდებზე იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ– ოდესღაც ისინი ინახავდნენ ეგვიპტის უძლიერესი განმგებლების მუმიებს. არავინ იცოდა, როდის წარმოიშვნენ ან როგორ იყო მათი ნამდვილი ზომები. მათ შესახებ ვრცელდებოდა უამრავი, უმთავრესად ფანტრასტური ლეგენდა და გადმოცემა. მათ ფორმასა და პროპორციებში ეძებდნენ ქურუმთა ასტორნომიული ცოდნის ანარეკლს მისტიკურ წინასწარმეტყველებასაც კი ადამიანთა მომავალი თაობების ბედის შესახებ...