Wednesday, June 8, 2011

ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენა

კარტერი, ეს იყო მეცნიერი, რომელმაც 1922 წლის 3 ნომებერს დიდძალი გათხრებისა და რამდნიმეწლიანი დამღლელი მუშოაბის შემდეგ  აღმოაჩინა ტუტანხამონის საფლავი.
აკლდამაში უმარავი ოქროს, სპილოს ძვლიასა და ალერბასტის სკივრი ეწყო, რომლებიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდნენ.განსაკუთრებით მოსახსენიებელია ძვირფასი სკამები და დასაკეცი ტაბურეტები.
სწორედ ამ სკმაებს შორის ბრწყინავდა ტუტანხამონის დიდებული ტახტი, თავიდან ბოლომდე ოქროთი, ვერცხლით, შუშით, ქაშანაურითა და ნახევრადძვირფასი ქვებით ინკრუსტირებული..ტახტი ლომის თათებს ეყრდნობოდა, ხოლო იდაყვის საყრდნობებს მფრინავი გველის სახე ჰქონდა. (7 კვირაზე მეტ ხანს გამოჰქონდათ საუნჯე პირველი და გვერდითი ოთხაბეიდან)
ბოლოს მთვარი საძვალის გახნის რიგირც მოვიდა, სწორედ იგი ინახავდა აკლდამის მთვარ საიდუმლოს. ამ ღირშესანიშნავ მოვლენაზე დასასწრებათ მეცნიერმა კარტერმა მოიწვია მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები და ეგვიპტის მთავრობის წევრები.
სარკოფაგის გახსნისას აღმოჩნდა ერთი უცანური რამ– ახდილი სახურავის ქვეშ აღმოჩნდა მეორე კუბო, რომელიცფარაონს განასახიერებდა ღმერთ ოზირისის სახით, და კიდევ ერთი უცნაორობა–ამ კუბოს ახსნი შემდეგ იყო მესამე კუბო, რომელსაც ადამიანის სხეულის ფორმა ჰქონდა.(იგი ისეთი მძიმე იყო რომ 8 მუშამ ვერ დაძრა ადგილიდან.) კუბოში ჩასვენებული ფარაონის მუმია დანახშირებული იყო, მას რაღაც არომატული მასა ესხა.. მის თავსა და ხელებს ოქროს ნიღაბი ფარავდა. ნიღბიდან ფარაონის მწუხარე და ჩაფიქრებული სახე იმზირებოდა..... ( ეს ალბათ მისი სავარუდო ავადმყოფობიდან გამომდინარე)
ყველანირი მითქმა იმის შესახებ რომ კარტერი აკლდამის გახსნის დროს დაავადაა ან მუშები შეეწირნენ ამ საქმიანობას _ ყველაფერი ტყუილია! ეს იყო მხოლოდ პრესის მონაჭორი რომლსაც მწარე დარტყმა აგემა ეგვიპტოლოგმა შტეინდორფმა, რომელმაც 1933 წელს გამოსცა ბროშურა რომელშიც განხილული იყო სიკვდილის ყოველი მიზეზი და შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ ტუტანხმაონი არ ყოფილა მეფე, რომელსაც შეიძლება ,,მეფობის დიდება" მივაწეროთ, იგი სავარაუდოდ 19 წლის ასაკში გარდაიცვალა (რას მოასწრებდა). მისი სახელი დღეს იმიტომაა ცნობილი რომ იგი იყო ერთადერთი მეფე რომლის საფლავიც ხელუხლებელი შემოგვრჩა...

3 comments: